Saturday, July 9, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ქართველ რომანტიკოსთა თაობა
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ რომანტიკოსებს,ისინი აღმოაჩენენ რამდენიმე საერთო თვისებას რომანტიკოს მწერლებს შორის: პატრიოტული გრძნობის გულწრფელობას,სიყვარულის განცდის იდეალისტურ სინატიფეს და რელიგიურ მოკრძალებას დიდი ისტორიული ნანგრევებისა და სასაფლაოების წინაშე.
პროექტის აქტუალობა :
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას  მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის  დასაწყისში წარმოქმნილი მოვლენების შესახებ.ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ  მოსწავლეებისთვის ნათელი ხდება რომ რომანტიზმისათვის  უმთავრესი ფასეულობა იყო პიროვნების  სრული თავისუფლება.
14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ,ფოტომასალები განთავსდება ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნები,ლიტერატურა ფოტო და ვიდეო მასალა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებს წარვუდგენ რამოდენიმე საპროექტო თემას.თემის არჩევის შემდეგ ვსვამ კითხვებს ლიტერატურულ ნაწარმოებიდან ყოფითი ფაქტის განხილვის და ისტორიული მოვლენის შეფასების შესახებ.კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და ვაძლევ სხვადასხვა  დავალებებს ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის და ნ.ბარათასვილის შესახებ. თანმიმდევრულად არგუმენტაციის მოხმობით ავითარებენ თავის მოსაზრებებს, აზრების გასამყარებლად იყენებენ ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან.ბოლოს ვაკეთებთ და შემაჯამებელ დავალებას თემის სათაურიდან გამომდინარე და ჯგუფის ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი:
საქართველოს ისტორია-ალექსანდრე ჭავჭავაძე ,და გრ. ორბელიანი  როგორც ისტორიული პიროვნებები.
ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი{მასწავლებელი}:
ნანა ჩეგიანი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nanachegianin@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
nanachegianin.blogspot.com